1992-1993 წელს მომხდარ ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში მონაწილე აფხაზი ბოევიკები ე.წ. ომის ვეტერანები, სეპარარატისტულ აფხაზეთში მოსალოდნელი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების წინ საგანგებო განცხადებას ავრცელებენ. ე.წ. ომის ვეტერანები აფხაზეთის მოსახლეობას ერთიანობისკენ მოუწოდებენ, იმის მიუხედავად რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები.
"ჩვენ აფხაზეთის სამამულო ომის ვეტერანები მიუხედავად პოლიტიკური სიმპატიებისა ამა თუ იმ კანდიდატის მიმართ მიგვაჩნია, რომ აფხაზმა ხალხმა ერთიანობა უნდა შეიმარჩუნოს იმის მიუხედავადდ თუ რა შედეგით დასრულდება საპრეზიდენტო არჩევნები. ჩვენ კარგად გვახსოვს წინააღმდგობა, რომელიც 2004 წლის არჩევნების დროს წარმოამიქმნა და რომელმაც კინაღამ ჩვენი სახელმწიფოებრიონისათვის გამოუსწორებელ შედეგებამდე არ მიგვიყვანა",_ ნათქვამია აფხაზი ბოევიკების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე განცხადებით მიხედვით ამგვარი მოვლენების თავიდან აცილება მხოლოდ საზოგადოებაში არსებული თანხმობით შეიძლება.