მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" წევრის ვახტანგ (ლოთი) ქობალია სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აცხადებს, რომ ჯონდი ბაღათურიას ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების შემსწავლელი კომისიის შექმნის მოთხოვნის უფლება არ ჰქონდა.
"ჯონდი ბაღათურიას ამ კომისიის შექმნის მოთხოვნის უფლება არ ჰქონდა, ის გიორგი ჭანტურიას გვერდით იდგა, რომელიც მთელი თავისი გუნდით ზვიად გამსახურდიას ებრძოდა", - განუცხადა ქობალიამ "ჯი-ეიჩ-ენს".
მისივე განმარტებით, ქვეყანაში საქართველოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების მიზეზების გამოძიების პოლიტიკური ნება არ არსებობს, რის კონტექსტშიც მიიჩნევს, რომ პარლამენტში აღნიშნულთან დაკავშირებით შექმნილი დროებითი კომისია "ვერაფერს გამოძიებს".
"ამის პოლიტიკური ნება არც 90-იან წლებში არსებობდა, როცა ზვიად გამსახურდია გარდაიცვალა და არც ახლა. მაშინაც ვიდევნებოდით და ვიდევნებით დღესაც. ამ გადასახედიდა, რის გამოძიებაზეა ლაპარაკი", - განუმარტა "ჯი-ეიჩ-ენს" ქობალიამ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში დეპუტატ ჯონდი ბაღათურიას ინიციატივის საფუძველზე ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების შემსწავლელი დროებითი კომისია შეიქმნა.