დღეს, 17 სექტემბერს, ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში" სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დაესწრება.
ღონისძიების ბოლოს გამოფენა მოეწყობა, სადაც მოწვეულ სტუმრებს საშუალება ექნებათ სასწავლო ცენტრის სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერონ.