ავერსის კლინიკა ბირთვული მედიცინის ცენტრს ხსნის, რომელიც ერთადერთია ამიერკავკასიაში, რომელიც მომხმარებელს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სრულ სპექტრს სთავაზობს.
ამიერკავკასიაში ,,ავერსის კლინიკის" ბირთვული მედიცინის ცენტრი ერთადერთია, რომელიც აღჭურვილია ყველაზე თანამედროვე ტექნიკითა და დაკომპლექტებულია უცხოეთის წამყვან კლინიკებში კვალიფიცირებული მედპერსონალით.
ცენტრი აკმაყოფილების რადიაციული უსაფრთხოების მსოფლიო სტანდარტს. ,,ავერსის კლინიკის" ბირთვული მედიცინის ცენტრი მოიცავს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სრულ სპექტრს.
ბირთვული მედიცინის ცენტრის გახსნას დაესწრებიან ჯანდაცვის სამინისტროს, მთავრობის წარმომადგენლები და სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელები.