ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო იმედს გამოთქვამს, რომ გაეროში საქართველოს დელეგაციასთან გამგზავრებასთან დაკავშირებით ქვეყნის ინტერესებისთვის სასიკეთო გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
,, ჩემი პოზიცია ამ საკითხთან მიმართებაში არის ის, რომ ასეთი აქტივობების დაგეგმარება მოითხოვს სპეციალურ ცოდნას ამისთვის კომპეტენტური სამსახურები არსებობენ დაწყებული პროტოკოლიდან დამთავრებული საგარეო საქმეთა სამინისტროთი. ვფიქრობ, და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება ქვეყნის ინტერესებისკენ მიმართული", _განაცხადა სერგეენკომ მთავრობის სხდომის დაწყებამდე.