დღეს, 27 ოქტომბერს, კონსერვატორიის დიდ დარბაზში მაყურებლის წინაშე ქართველი პიანისტი ელისო ვირსალაძე წარდგება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ტატიანა ჩერნიჩკა (რუსეთი), ოტავია მარია მაჩერატინი (იტალია), ალექსანდრ ოსმინინი (რუსეთი), მამიკონ ნახაპეტოვი (საქართველო). პროგრამაშია ჰაიდნის, ლისტის, შუბერტის, შუმანის საფორტეპიანო ნაწარმოებები.
25 ოქტომბერს კონსერვატორიის დიდ დარბაზში ცნობილმა ქართველმა პიანისტმა, ელისო ვირსალაძემ და ცნობილმა რუსმა ჩელისტმა, ნატალია გუტმანმა დაუკრეს.
პროგრამაში იყო ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის სონატები ჩელოსა და ფორტეპიანოსთვის.