პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბოლო პერიოდში საპოლიციო კონტროლის გამკაცრებას კახეთში სტუმრობისას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპონენტების მიერ დაგეგმილი სიტყვა რეიდი მიზანმიმართულია იმისთვის, რომ საზოგადოებას გაუჩინონ ნეგატიური ასოცირება ბნელ წარსულთან.
,,ჩვენი ოპონენტების მიერ დაგეგმილი სიტყვა რეიდი არის მიზანმიმართული იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს გაუჩინონ ნეგატიური ასოცირება იმ ბნელ წარსულთან. Mმინდა გითხრათ, რომ ეს არის ჩვეულებრივი, ევროპაში აპრობირებული საპოლიციო კონტროლი და პრევენციოული ღონისძიებები რომლის გატარების სრული უფლება აქვს პოლიციელს. Mმინდა დიდი მადლობა გადავუხადო მთლიანად შსს, მინისტრს და მის ხელმძღვანელობას იმისთვის, რომ ძალიან ეფექტურად ახორციელებენ ამ ღონისძიებებს", _განმარტა პრემიერმა.
ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ მოუწოდა პოლიციელებს, მაქსიმალურად გაამკაცრონ კონტროლი.