31 მარტს გონიოს მუზეუმ-ნაკრძალს კულტურის ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი ნიკოლოზ რურუა და საქართველოს კულტრული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი ეწვევიან.
ცალკეულ ძეგლთა რეაბილიტაციის პარალელურად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მუზეუმ-ნაკრძალების თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნასა და რეაბილიტაციას იწყებს.
ტურისტურლი სეზონის დადგომამდე აჭარაში გონიოსა და პეტრას მუზეუმ-ნაკრძალების რეაბილიტაცია დაიწყება.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგეტოს ორგანიზებით შემუშავებულია საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის მიხედვით ზაფხულის პერიოდში მუზეუმის ტერიტორიაზე საზაფხულო სკოლა იფუნქციონირებს, სადაც სხვადასხვა ასაკის ბავშვები აჭარის რეგიონის უძველეს ისტორიას გაეცნობიან.
ზაფხულში გონიოს მუზეუმ ნაკრძალში მისული დამსვენებლისთვის ძველი მითები და ლეგენდები გაცოცხლდება.
მასალის გამოყენების პირობები