შსს მოადგილე ლევან იზორია ბოლო დროს გახშირებულ რეიდებზე განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ იგი ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება. როგორც საკითხის კომენტირებისსას იზორიამ განაცხადა საზოგადოება საპოლიციო კონტროლს პოზიტიურად აღიქვამს.
იზორია ვერ აკონკრეტებს რამდენხანს გაგრძელდება საპოლიციო კონტროლი.
,,ეს არის სრულიად ახალი, კერძოდ, სპეციალური საპოლიციო კონტროლი, რომელიც შეესაბამება ყველანაირ ევროპულ სტანდარტებს. ,,პოლიციეს შესახებ კანონი" ემსახურება პირველ რიგში, პრევენციულ ღონისძიებებს, მიმართულს მოქალაქეთა დაცვის მიზნით, რომ თავიდან იქნას აცილებული ყველანაირი დანაშაული და სამართალდარღვევა. ერთ-ერთი მათ შორის საპოლიციო ღონისძიებებში გახლავთ სპეციალური საპოლიციო კონტროლი", _განაცხადა იზორიამ.