"კაზანტიპი" მდარე ხარისხის ფესტივალია, რომელმაც საქართველოში არ გაამართლა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკის მინისტრმა და ვიცე პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, სახელმწიფოს შეუძლია სხვა გზებით წაახალისოს ზღვისპირეთის ტურიზმი და სხვანაირად დაეხმაროს იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ სურვილი, რომ ამაში იყვნენ ჩართულნი, თუმცა დაბრალება ეკონომიკის სამინისტროზე, რომ ვინმესთვის ხელი შეგვეშალა, არ ყოფილა.
" კაზანტიპი" არის ძალიან მდარე ხარისხის ფესტივალი, რომელმაც არ გაამართლა. ადგილობრივ კულტურაში ფეხი ვერ მოიკიდა. ამით ჩვენ არც ურჩხული გაგვიკეთებია და არც გვითქვამს, რომ ფესტივალით აშენდებოდა ქვეყანა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე აზრით, ანაკლიის განვითარებისთვის სახელმწიფოს გაცილებით დიდი შესაძლებლობები აქვს.
"ვერ გეტყვით, ეს ფესტივალი გაგრძელდება თუ არა. გეტყვით, რომ მოლოდინები იყო გაზვიადებული, რაც არასწორი იყო ცალკეული პირების მხრიდან. ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან ბევრი შესაძლებლობა გვაქვს, რათა ანაკლიის განვითარება მოვახდინოთ და იქ ჩავატაროთ გაცილებით ხარისხიანი ფესტივალი", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.