მთავრობის მეთაურის ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ხელისუფლებამ დაიწყო უკომპრომისო ბრძოლა კრიმინალის წინააღმდეგ, იმ ფონზე, როდესაც ამნისტიით გაათავისუფლა 17 ათასი პატიმარი. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მათი ბედი აბსოლუტურად გაურკვეველი იყო, ისინი იყვნენ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი.
„ჩვენ მათ მივეცით რესოციალიზაციის და რეინტეგრაციის შანსი. ბევრმა მათგანმა ეს დააფასა, ხოლო, ვინც ვერ დააფასა, გიორგი მღებრიშვილის უწყებაში არიან მოკალათებული", - აღნიშნა პრემიერმა.