მიგვაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული პროცესი უნდა წარიმართოს მართლმსაჯულებისა და კანონის უზენაესობის უმაღლესი სტანდარტის შესაბამისად , - განაცხადა აშშ-ის ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა მიხეილ სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნის პროცედურების დაწყებასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად გააკეთა.
როგორც ელჩმა აღნიშნა, ამ პროცესის შესახებ მას კონკრეტული ინფორმაცია არ აქვს.
"არ ვიცი, ამ პროცესის შესახებ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პროცესი უნდა წარიმართოს მართლმსაჯულებისა და კანონის უზენაესობის უმაღლესი სტანდარტის შესაბამისად. ასევე, მნიშვნელოვანია, ბალანსი იყოს დაცული ერთი მხრივ, საქართველოსთვის მნიშვნელოვან შიდა საკითხსა და მეორე მხრივ, ერთობის და თანამშრომლობის აუცილებლობას შორის, რაც საქართველოსთვის და მისი მეზობლებისთვის აქტუალურია რეგიონში კრიზისული სიტუაციების დროს", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.
საქართველოს მთავარ პროკურატურაში 30 აგვისტოს გაკეთდა განცხადება, რომ ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საერთშორისო ძებნის დაწყების პროცედურები მიმდინარეობს. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, ეს პროცედურა სააკაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებისთანავე დაიწყო.