„რიჯენ პლუსის" აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში განხილულია ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრაციის საკითხები (ავტორი მაჰმუდ მამედლი).
„აზერბაიჯანი საქართველოსთვის ერთ-ერთ ძირითად საგარეო-ეკონომიკური პარტნიორს და ინვესტორს წარმოადგენს. როგორ აისახება საქართველო ევროპული ინტეგრაცია ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებზე? როგორ გავლენას მოახდენს ასოცირების სეთანხმების დადება აზერბაიჯან-საქართველოს შორის არსებულ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმზე? ხომ არ მოხდება ისე, როგორც რუსეთის შემთხვევაში მოხდა, როცა მოსკოვმა საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის გაუქმების გადაწყვიტა?" - აღნიშნულია პუბლიკაციაში.
სტატიაში ფართოდაა გადმოცემული საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთვაჭრობისა და ინვესტიციების სტატისტიკა: აზერბაიჯანი საქართველოსთვის ვაჭრობის მოცულობით მეორე პარტნიორს წარმოადგენს, ხოლო ინვესტიციების მხრივ - მეოთხე ადგიკლი უკავია. ორივე მხარე ჩაბმულია მსხვილ ერთობლივ პროექტებში (ნავთობ- და გაზსადენების კომუნიკაციები), მათ შორის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობაში.
აზერბაიჯანის მთავრობის წყაროების ცნობით, ევროკავშირასა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერამ შეიძლება ბაქო-თბილისის სავაჭრო ურთიერთობები შეიცვალოს. არაა გამორიცხული ტექნიკური ბარიერების წარმოშობა, პროდუქციის ხარსისხთან დაკავშირებული პრობლემები. „საჭიროა შეთანხმების ტექსტის ღრმა შესწავლა და იმის გაგება, რა შეზღუდვებია დაწესებული. მაგალითად, ბრიუსელმა შეიძლება მოითხოვოს, რომ ის პროდუქტები, რომლებსაც მესამე ქვეყანაში აწარმოებენ, საქართველოს ტერიტორიის გავლით ევროპაში არ მოხვდეს. ამ შემთხვევაში პრობლემები მართლაც სეიძლება წარმოიქმნას, ამიტომაც ჩვენი სპეციალისტები დეტალურად სწავლობენ შეთანხმების ტექსტს", - აღნიშნა წყარომ კორესპონდენტთან საუბარში აზერბაიჯანის მთავრობიდან.
რაც შეეხება იმას, თუ რას უმზადებს ასოცირების შეთანხმება აზერბაიჯანს, ალბათ, იდეალური ვარიანტი იქნებოდა საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შენარჩუნება და ამ რეჟიმის წყალობით, ევროპულ ბაზარზე გასვლა. თუ ასე განხორციელდება, მაშინ საქართველო აზერბაიჯანისთვის „ევროპის ფანჯარა" იქნება, ანუ ყოველ აზერბაიჯანელ მეწარმეს, ქართული ლიბერალური კანონმდებლობის გათვალისწინებით, სასუალება ექნება გავიდეს ევროპულ ბაზარზე. დღეს საქართველოში 300-მდე აზერბაიჯანელი ბიზნესმენი საქმიანობს. როგორც მოსალოდნელია, მომგებიან პოზიციაში აღმოჩნდება აზერბაიჯანის ქიმიური მრეწველობა, რეზინისა და პლასტმასისი მწარმოებლები, მანქანატმშენებლობა და მეტალურგიის სფერო. აზერბაიჯანული კომპანიების მიერ მრავალი პროდუქცია შეიძლება აზერბაიჯანში კი არა, არამედ საქართველოში შეიძლება იყოს წარმოებული, შესაბამისად, მათთვის ევროპის ფართო ბაზარი გარანტირებული იქნება.
ასეა თუ ისე, აზერბაიჯანი არ წააგებს და თუ გონივრულად ისარგებლებს ახალი პერსპექტივით, შეიძლება თავისი პროდუქციის ექსპორტისათვის დამატებითი შესაძლებლობები მიიღოს", - ნათქვამია პუბლიკაციაში.
მასალის გამოყენების პირობები