უკრაინის სამმა პრეზიდენტა ლეონიდ კრავჩუკმა, ლეონიდ კუჩმამ და ვიქტორ იუშჩენკომ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, დიდი შვიდეულისა და ევროკავშოირის ქვეყნებს მოუწოდეს უკრაინას მატერიალური და ტექნიკური დახმარეება აღმოუჩინონ, რათა მან შეძლოს დაიცვას საკუთარი სუვერენიტეტი.
პრეზიდენტებმა განაცხადეს, რომ საჭიროა დაუყონებლივ შეფასდეს ის პოტენციური საფრთხე, რომელსაც რუსეთი წარმოადგენს კონტინენტისთვის. რადგანაც საუბარი მიდის აგრესიაზე რომლის იდეოლოგიაც მეზობელი ქვეყნების დაპყრობაა.
„ამ დროისათვის რუსეთმა ღიად გამოხატა პრეტენზია მსოფლიოს ლიდერის სტატუსზე და მიისწრაფვის დაამტკიცოს ევროპის ტერიტორიაზე „რუსული მშვიდობის" კონცეფცია. სწორედ ამიტომ უკრაინის პრობლემა არ წარმოადგენს უკრაინის შიდა პრობლემას ან ორ მხრივი ურთიერთობების პრობლემას. რუსეთის გეგმა, რომელიც უარყოფს უკრაინელი ხალხის უფლებას შექმნას სუვერენული სახელმწიფო, გავრცელდება მთელს რეგიონზე - თუ რუსეთს შეჩერება ამჟამად ვერ მოხერხდება", - აცხადებენ პრეზიდენტები.
მათივე განცხადებით, რუსეთის მცდელობა განზე გადგეს იმ მოვლენებისგან, რომელიც უკრაინაში მიმდიანრეობს, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, რადგან უკრაინაში არ არსებობს შიდა კონფლქტი, რომლის გადაწყვეტაც სამხედრო მოქმედებებს მოითხოვს.