2008 წელს სამხედრო მოქმედება საქართველოს რომ არ დაუწყია, უკრაინის მოვლენებმაც დაადასტურა, - აცხადებს შვეიცარული გამოცემა Basler Zeitung-თან ინტერვიუში საქართველოს სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი მიხეილ სვიმონიშვილი.
"2008 წელს მსოფლიო ფიქრობდა, რომ [სამხრეთ ოსეთში] სამხედრო მოქმედება საქართველომ დაიწყო. ეს რომ სიმართლე არაა, უკრაინის მოვლენებმაც დაადასტურა. ისევე როგორც ჩვენთან, უკრაინაშიც რუსეთი საბაბს ეძებდა თავდასხმისათვის. ჩვენი არმია მრავალრიცხოვანი არ იყო, ამიტომაც სულელები უნდა ვყოფილიყავით, რომ რუსეთთან კონფლიქტი დაგვეწყო. მიმაჩნია, რომ შვეიცარიელი დიპლომატის ჰაიდი ტალიავინის მოხსენება, რომელიც საპირისპიროს ამტკიცებს [თითქოსდა შეტევა საქართველომ დაიწყოო], არასწორია. ამ მოხსენებით ევროკავშირმა მხოლოდ თავი გაიმართლა რუსეთის წინაშე", - აცხადებს სვიმონიშვილი.