საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 71:59 დაამარცხა და პრაქტიკულად გაინაღდა "ევრობასკეტ 2015"-ზე ასპარეზობის უფლება.
პორტუგალიასთან მატჩში ქართველთაგან საუკეთესო 20 ქულით ვიქტორ სანიკიძე იყო. 15 ქულა მოაგროვა ზაზა ფაჩულიამ, 14 - დუდა სანაძემ.
საქართველოს ნაკრებმა 6 შეხვედრაში 4 მატჩი მოიგო და 2-ში დამარცხდა.