დღეს, 27 აგვისტოს 19:00 საათზე, თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოს ეროვნული ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდება. როგორც კალათბურთის ეროვნულ ფედერაციაში განმარტავენ, ესაა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ბოლო მატჩი, რომლის მოგებაც საქართველოს აუცილებლად სჭირდება.
ფედერაციის ინფორმაციით, დილის ვარჯიშის შემდეგ ცნობილი გახდა საქართველოს ნაკრების 12-კაციანი შემადგენლობა. ამჯერად ნაკრებს ვერ დაეხმარება თორნიკე შენგელია, რომელმაც უნგრეთთან წინა მატჩში ფეხი დაიზიანა.
რაც შეეხება პორტუგალიის ნაკრებს, შესარჩევ ეტაპზე ნაკრებმა ყველა შეხვედრა ერთი და იმავე შემადგენლობით ითამაშა და ასე იქნება საქართველოსთან მატჩშიც.