საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე უნგრეთის ნაკრები ანგარიშით 79:59 დაამარცხა.
26 ქულა ნაკრებს თორნიკე შენგელიამ მოუტანა, რომელმაც ტრავმის გამო მოედნის მატჩის დამთავრებამდე დატოვა. 17 ქულა - ზაზა ფაჩულია, 12 ქულა - დუდა სანაძე, 11 ქულა - ვიქტორ სანიკიძე, 3-3 ქულა - ნიკა მეტრეველი, ლევან ფაცაცია და ბესიკ ლეჟავა, 2-2 ქულა გიორგი ცინცაძემდა ბექა ბურჯანაძე.
სამი გამარჯვებითა და ორი მარცხით საქართველო E ჯგუფში მესამე ადგილიდან მეორე ადგილზე გადავიდა. პირველ ადგილს ჩეხეთი იკავებს, მესამე ადგილს უნგრეთი, ხოლო ბოლო, მეოთხე ადგილზე პორტუგალიაა.
ბოლო ტურში საქართველოს ნაკრები 27 აგვისტოს, თბილისის სპორტის სასახლეში პორტუგალიას უმასპინძლებს, ამავე დღეს უნგრეთი ჩეხეთს შეხვდება.
საქართველოს ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების მცირე შანსი აქვს, თუმცა ევროპის ჩემპიონატზე სავარაუდოდ, მეორე ადგილითაც გავა. ამისთვის კი მომდევნო შეხვედრაში ეროვნულმა გუნდმა თბილისში პორტუგალია უნდა დაამარცხოს.