საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრრი წამლების ურეცეპტოდ გაცემასთან დაკავშირებით დღეს „სამედიცინო კორპორაცია ევექსის" ქსელში არსებულ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში ექიმებს შეხვდა. მედპერსონალთან დაგეგმილ შეხვედრას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძეც დაესწრო.
დავით სერგეენკომ ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ექიმებთან რეცეპტის ინსტიტუტის აღდგენასთან დაკავშირებულ ახალ რეგულაციებზე ისაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. აჭარისა და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრები მედპერსონალის კითხვებს პასუხობდნენ.