ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეძლეს დაემტკიცებინათ, რომ დაბალი სიმძლავრის ლაზერი დაეხმარება სრულად აღადგინონ კბილებში ღეროვანი უჯრედები, დენტინის წარმოქმნით - კბილის მინერალიზირებული ქსოვილი, რომელიც წარმოადგენს მის საფუძველს და ამაგრებს მინანქარს.
მრავალი წლის განმავლობაში, მთელი მსოფლიოს მეცნიერები ამტკიცებდნენ, რომ დაბალი სიმძლავრის ლაზერი შეძლებს სტიმულირება გაუკეთოს კანის უჯრედების და თმის ზრდას, ახლა კი უკვე დადასტურებულია, რომ აღნიშნული ტექნოლოგია შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე კბილებისთვის.
დაბალი სიმძლავრის ლაზერის ზემოქმედება ასტიმულირებს დენტინის ზრდას და ეს არის მსოფლიოში პირველი პროცედურა, რომელმაც განაპირობა პირის ღუში კბილების აღდგენა.
მეთოდი გამოყენებული იყო მღრნელების კბილებზე, და რამდენადაც გამოცდა წარმატებული აღმოჩნდა, კვლევები ადამიანებზე გაგრძელდება.
შესაძლოა, ერთ დღეს ამ მეთოდმა ჩაანაცვლოს სტომატოლოგთან მტკივნეულ პროცედურა.