ლონდონის ინსტიტუტის კიბოს პროფილაქტიკის ცენტრის მეცნიერთ ჯგუფი აცხადებს, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მცირე დოზით, ასპირინის მიღება ორგანიზმს ეხმარება შეამციროს კიბოს განვითარების რისკი.
ამ დასკვნამდე მეცნიერები მივიდნენ შემოწმებებისა და კვლევების საფუძველზე, რომლებმაც აჩვენა, რომ ასპირინის მიღება იძლევა შესაძლებლობას , 30%-ით შემცირდეს ყველაზე საშიში ტიპის კიბოს განვითარება და ამ დაავადებით გამოწვეულ ლეტალური შემთხვევები.
მაგრამ, არსებობს ასპირინის გამოყენების ერთი პრობლემა- ეს არის შიდა სისხლდენა და ინსულტი. თუმცა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ადამიანების გარკვეული რაოდენობა მოიგებს ამ პროფილაქტიკით, ვიდრე დაზარალდება გვერდითი მოვლენებით.
მეცნიერი ჯაკ გუზიკი, რომელიც ამ კვლევების ერთ-ერთი ავტორია, აცხადებს, რომ დღეში 75 მილ.გრ. ასპირინი საკმარისია კიბოს თვიდან ასაცილებლად. მეცნიერთა ამ ჯგუფმა თავის დაკვირვებებში აღმოაჩინა, რომ 10 წლის განმავლობაში ნაწლავების, საყლაპავის და კუჭის კიბოსგან სიკვდილიანობა შემცირდა ასპირინის მიღების გამო.
მეცნიერი გუზიკი აცხადებს:" არსებობს სერიოზული გვერდითი მოვლენები, რომელთა იგნორირება არ შეიძლება, თუმცა ასპირინის ყოველდღიური მიღება-ყველაზე მთვარია რაც შეიძლება გააკეთო, რათა შეამცირო კიბოს განვითარების შესაძლებლობა, მოწევაზე უარის თქმის და სიმსუქნესთან ბრძოლის შედეგად."
მასალის გამოყენების პირობები