მსოფლიოში რუსეთისადმი დამოკიდებულება სულ უფრო უარესდება. Pew Research Center-ის კვლევის მიხედვით, რუსეთისადმი ყველაზე ნეგატიური დამოკიდებულება პოლონეთში და გერმანიაშია.
პოლონეთში გამოკითხულთა 81% გამოხატავს რუსეთისადმი ნეგატიურ დამოკიდებულებას, გერმანიაში კი -79%.
იტალიასა და ესპანეთში ეს მაჩვენებელი 74%-ია, თურქეთსა და საფრანგეთში 73%, ხოლო აშშ-ში 72%.
რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკიდან გამომდინარე ამ ქვეყნისადმი ნეგატიური დამოკიდებულება ასევე გაზრდილია იაპონიაში (69%), ისრაელში (68%), ბრაზილიაში (58%), ლიბანში (54%), ვენესუელაში და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში (51%).
მკველავრები ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზე, რომ თურქეთსა და ეგვიპტეში, სადაც რუსეთიდან ტურისტების დიდი რაოდენობა ჩადის, ნეგატიური დამოკიდებულება გამოკვეთილად მაღალია.