სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თემურ ჯანაშიას ქონება დააყადაღეს.
ჯანაშიას ადვოკატის გოგიტა გაბაიძის განუცხადებით , გადაწყვეტილება პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო.
„ყადაღა დაედო ჯანაშიას კუთვნილ საცხოვრებელ ბინას, ასევე მიწის ნაკვეთს კახეთის რეგიონში და საბანკო ანგარიშებს. გარდა ამისა, მისი ორი შვილის კუთვნილებაში არსებულ ბინებსა და მისი ყოფილი მეუღლის საკუთრებაში არსებულ ორ საცხოვრებელ სახლს", - განმარტა გაბაიძემ და დასძინა, -„სასამართლოს განჩინება არის დაუსაბუთებელი, ვინაიდან საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და არ მოუთხოვია არანაირი მტკიცებულებები".
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა.