ბათუმს, თურქეთის ყველაზე პრესტიჟული სამოგზაურო ჟურნალის „Travel & Leisure"-ის მთავარი რედაქტორი და ფოტო ჟურნალისტი სტუმრობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, სტუმრებს თავად დეპარტამენტი უმასპინძლებს და რეგიონის ტურისტულ პოტენციალს გააცნობს. მათი ვიზიტი ბათუმში 17 აგვისტოს დასრულდება. „Travel & Leisure" თურქეთის სამოგზაურო ჟურნალებს შორის ყოველთვიურად ყველაზე დიდი ტირაჟით (20,000) იბეჭდება.
ვიზიტი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ თურქეთში 5 თვიანი პიარ-კამპანიის ფარგლებში ხორციელდება. პოპულარული ჟურნალის სექტემბრის თვის გამოცემაში ბათუმის შესახებ ათ გვერდიანი სტატია დაიბეჭდება.