პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან უშიშროების საბჭოს სხდომაზე მის არდასწრებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ აუცილებლობა არ იყო, სხდომას დასწრებოდა.
"ჩემი დავალებით, მინისტრები უშიშროების საბჭოს სხდომაზე გავაგზავნე და მინისტრებმა პრეზიდენტის ინფორმირებულობა მოახდინეს, რომ ყველა უელსის სამიტზე მომზადებული წავიდეს. ასე რომ, გთხოვთ ამაზე დამატებით აჟიოტაჟს ნუ ატეხავთ, რადგან რეალურად არაფერი არ ხდება. ჩემი იქ დასწრების საჭიროება მართა არ იყო", _განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ 1-ელ აგვისტოს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც პრემიერი არ დასწრებია. სხდომაზე ნატოს უელსის სამიტისთვის მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია და ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მომავალი წლიდან ქართული კონტინგენტის შემცირების საკითხი განიხილეს