,,რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს მე არ ვაპირებ, რომ მის აბსოლუტურად დემაგოგიურ და ტყუილ განცხადებებზე რაიმე კომენტარი გავაკეთო", _ Aასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გუშინ გაკეთებულ განცხადებებს.
მისივე თქმით, საქართველო სუვერენული სახელმწიფოა, სადაც ობიექტური და გამჭვირვალე გამოძიება არსებობს და სწორედ ის განსაზღვრავს მტუან-მართალს.
,,ბევრს არ სჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილი წააგებდა დამარცხდებოდა არჩევნებში. სამ არჩვნებში ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები დამარცხდნენ. Mმინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო ის რაც არა ერთხელ მითქვამს, რომ ყველამ პატივი უნდა სცეს ჩვენს სახელმწიფოს. ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო და გვაქვს ობიექტური და გამჭვირვალე გამოძიება. საჭიროა ყველა დაველოდოთ ობიექტური გამოძიების შედეგებს და დაე განსაზღვროს მართლმსაჯულებამ თუ ვინ არის დამნაშავე და ვინ არა", _განაცახდა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება რუსული ინტერესების გამტარებელია.