რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი, სამხედრო წოდებით გენერალ ლეიტენანტი ვლადიმერ კულაკოვი ოკუპირებულ ყირიმში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, უვედური შემთხვევა წყალში მოხდა, პარლამენტარი კატერის ქვეშ მოხვდა, რომელიც საბანაო ზონას კვეთდა. კატერის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა მოგვიანებით ის დააკავეს.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტი დეპუტატის დაღუპვასთან დაკავშირებით შემოწმებას ატარებს.