შსს-ს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს II სამმართველოს (ბათუმი) კანონაღსრულებისა და საზღვაო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ქობულეთისა და ბათუმის ბულვარის მიმდებარე საზღვაო რაიონში, სასაზღვრო რეჟიმის (პლაჟის საცურაო აკვატორიაში შესვლა და მანევრირება) დარღვევის ფაქტზე საქართველოს მოქალაქეები: რუსლან რ., აკაკი ტ. და დავით დ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114 (პრიმა ორი) მუხლის V I ნაწილის შესაბამისად 300 (სამასი) ლარით დააჯარიმეს.