დღეიდან ღაზას სექტორის ტერიტორიაზე, ისრაელსა და „ჰამასს" შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, სამდღიანი უპირობო შეთანხმება ძალაში შევიდა. ისრაელმა, ამასთან ერთად გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ ის „ჰამასის" მიწისქვეშა გვირაბების განადგურებას არ შეაერებს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბი-ბი-სი" ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ზოგმა დიპლომატმა, მათ შორის აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ეჭვი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მხარეები ძალადოსგან თავის შეკავებას შეძლებენ.
ამ დროის განმავლობაში ისრაელის ჯარი ამჟამად მყოფ პოზიციებზე დარჩება.
„ბი-ბი-სის" ინფორმაციით, სამნახევარი კვირის განმავლობაში დაღუპულია 1400 ზე მეტი პალესტინელი, მათი უმრავლესობა მშვიდობიანი მცხოვრებია. ისრაელის მხრიდან დაღუპულია 58 ადამიანი. მათ შორის 56 სამხედრო და 2 მშვიდობიანი მოქალაქე.
მასალის გამოყენების პირობები