აფხაზეთის ე. წ. პრეზიდენტობის მსურველმა ჯამალიკ აიბამ აცილება მოახდინა და ე. წ. წინასაპრეზიდენტო მარათონს გამოეთიშა. უმუშევარი აიბა ე. წ. პრეზიდენტობის კანდიდატად რამდენიმე დღის წინ საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა. ეს განცხადება სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. ცესკომ გაავრცელა.
შეგახსნებთ, რომ ამჟამად აფხაზურ ე. წ. ცესკოში დარეგისტრირებულია სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. პრეზიდენტობის მსურველი სამი კანდიდატი _ უმუშევარი ფილოსოფოსი, აფხაზეთის ყოვილი ე. წ. ვიცე-პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა და ოპოზიციური "აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების პარტიის" ლიდერი ბესლან ბუთბა.