ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის ალექსანდრე პეტრიაშვილის განცხადებით, ხელისუფლება ითვალისწინებს ამერიკელის სენატორების აზრს და მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორი იყოს.
"ამერიკელი სენატორების, მეგობრების, პარტნიორების რჩევებს ვითვალისწინებთ და შესაბამისად, საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ კანონის წინაშე ყველა იყოს თანასწორი და სამართლიანობა იყოს უზრუნველყოფილი", - განაცხადა პეტრიაშვილმა.
ამერიკელი სენატორები შეშფოთებას გამოთქვამენ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების გამო. როგორც სენატორების ჯონ მაკკეინის, ბენ კარდინის, ჯინ შაჰინის და ჯიმ რიშის განცხადებაშია აღნიშნული მართლმსაჯულების აღსრულება არ უნდა გახდეს პოლიტიკური შურისძიების იარაღი.