,,ნაცმოძრაობის" წევრის ნუგზარ წიკლაური განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში საჭირო დროს, საჭირო ადგილას ჩამოვა და სასამართლოს მისცემს ჩვენებას. როგორც საკითხის კომენტირებისას წიკლაურმა ჟურნალისტებთან განცხადა ყოფილი პრეზიდენტისთვის ბრალის წარდგენა პოლიტიკურად მოტივირებულია.
,,ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, მოახდინოს პროცესების ფორსირება და ეს სინამდვილეში, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან არის პოლიტიკურ ვენდეტა და შურისძიება. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლას, ის მონაწილეობას მიიღებს სამართლებრივ პროცესში სასამართლოზე, ხოლო როდის ჩამოვა საქართველოში, ამას ნამდვილად არ შეუთანხმებს რუს ოლიგარქს. ის ჩამოვა საჭირო დროს, საჭირო ადგილას და სასამართლოს მისცემს ჩვენებას და არავითარ შემთხვევაში, არ აერიდება ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გაცემას", - განაცხადა წიკლაურმა.