,,საუბარი იმაზე, რომ სააკაშვილის მხრიდან ჩადენილია სისხლის სამართლებრივი დანაშაული, ეს არის ზღაპარი", _განაცხადა ,,ნაცმოძრაობის" წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენის შეფასებისას.
მისივე განცხადებით, სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენა პოლიტიკურად მოტივირებულია.
,,სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლსის სამართლებრივ დევნას წინასწარ აანონსბდა ივანიშვილი და ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი გვპირდებოდა ცხელ ზაფხულს. ვიცე-პრემიერის მხრიდან ჩვენი პოლიტიკური ძალის მიმართ დღეს დილითაც მუქარა გაისმა. Eეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ პროცესი თავიდან ბოლომდე პოლიტიზირებულია", _განაცხადა ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან.