,,ნაცმოძრაობა" საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენას ეხმიანება და აცხადებს, რომ ის ქვეყნის ფარგლებს გარეთ აღქმული იქნება როგორც პოლიტიკური დევნის გამოვლინება. როგორც პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ,,ნაცმოძრაობის" წევრმა გიორგი გაბაშვილმა განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ ბრალის წარდგენა პოლიტიკურად მოტივირებულია.
,, მოგეხსენებათ, დღეს ბიძინა ივანიშვილის ჯიბის პროკურატურამ აღასრულა დიდი ხნის წინ დაანონსებული და გაცხადებული პოლიტიკური დევნის აქტი და საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ ბრალი წამოაყენა. Eეს არის ყველს კარგად ესმის სუფთა წყლის პოლიტიკური აქტი. ხელისუფლებაში მოსვლის პირველსავე დღეებიდანვე ბიძინა ივანიშვილი არ მალავდა თავის უპირველეს და უმთავრეს ამოცანას, ეს არის მიხეილ სააკაშვილის რეფორმატორული მემკვიდრეობის განადგურება და ეს არის მთავარი ოპოზიცოიური ძალის ,,ნაციონალური მოძრაობის" განადგურება. სწორედ ამ მიზნის აღსრულებისთვის ისინი ფიქრობენ, რომ მიხეილ სააკაშვილს ბრალი უნდა ჰქონდეს წარდგენილი", - განაცხადა გაბაშვილმა.
მისივე განცხადებით, აღნიშნული პოზიტურად არ იმოქმედებს ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილსა და მის ხელქვეითებზე
,, ეს ნაბიჯი ქვეყნის ფარგლებს გარეთ აღქმული იქნება როგორც პოლიტიკური დევნის გამოვლინება და დიდ ზარალს მოუტანს საქართველოს დამ ის საერთაშორისო პრესტიჟს", _განაცხადა გაბაშვილმა.
პროკურატურამ ყოფილი პრეზიდენტი მიხელ სააკაშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. როგორც საგამოძიებო უწყებაში განმარტავენ საქმე ეხება 2007 წლის 07 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია იმედში შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას.