ე. წ. სამხრეთ ოსეთში გასტროლებზე კრასნოდარის ცირკი "იმპერიალი" იმყოფება. ე. `წ. სამხერთ ოსეთის მცხოვრებლების წინაშე ცირკი წარდგება სანახაობით "ჩვენ ვართობთ მსოფლიოს".
ე. წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, კრასნოდარის ცირკის მსახიობები წარმოდგენებს ზნაურის რაიონში გამართავენ. წარმოდგენები ასევე გაიმართება ახალგორის რაიონში.
"საცირკო დასი გეგმავდა წარმოდგენები გაემართა კვაისაში, მაგრამ კვაისას სამხატვრო დარბაზი ავარიულ მდგომარეობაშია სექტემბერში მომხდარი მიწისძვრის გამო. ამიტომაც აქ დაგეგმილი ყველა წარმოდგენა გაუქმდა", _ იუწყება ინფორმაციის კომიტეტი.