ხვალ, 27 ოქტომბერს თბილისის 12-ე ჯაზფესტივალი იწყება. ფესტივალის დაწყების წინ დღეს ჯაზფესტივალის ორგანიზატორებმა პრესკონფერენცია გამართეს, რომელსაც ჯაზმენი, მარკუს მილერიც ესწრებოდა.
27 ნოემბერს, 17:00 საათზე ფესტივალის დაწყებამდე თბილისის მცირე საკონცერტო დარბაზში გაიხსნება ფოტო-გამოფენა სახელწოდებით "ჯემ სეიშენი: პირველი ამერიკელი ჯაზმენები".
ფესტივალის ორგანიზატორთა განცხადებით, ჯაზ ფესტივალი 2009 ყველაზე მასშტაბური იქნება. ჯაზის მოყვარულების წინაშე ცნობილი მარკუს მილერი წარსდგება და ჯაზის ქრესტომათიულ ჩანაწერად აღიარებულ მაილს დევისის 1986 წლის თუტუ-ს წარმოადგენს.
მარკუს მილერი წელს პროექტს Tutu Revisited music of Miles Davis მთლიანობაში წარმოადგენს, ლეგენდარული მუსიკოსის პარტიებს კი მესაყვირე კრისტიან სკოტი შეასრულებს. თანამედროვე ჯაზის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მესაყვირეს მარკუს მილერთან ერთად თბილისელი მსმენელი პირველად მოუსმენს.
Tutu Revisited-ის ტურნეს მარკუს მილერი მთელი წლის განმავლობაში აწყობს. თბილისში მარკუს მილერი მოსკოვიდან ჩამოვიდა. თბილისიდან კი ციურიხში გაემგზავრება.