,,თავისუფლება მშვიდობა და კეთილდღეობა ეს არის ის სამი განმსაზღვრელი ფაქტორი რისთვისაც ქართველმა ხალხმა ევროკავშირის გზა აირჩია", _განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას.
მისივე განცხადებით, საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევაა როცა საერთო ეროვნული თანხმობის და საერთო ფასეულობების საფუძველზე ნებაყოფლობით ვირჩევთ ჩვენი მომავალი განვითარების გზას.
,, საქართველოს ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა როცა საერთო ეროვნული თანხმობის და საერთო ფასეულობების საფუძველზე ნებაყოფლობით ვირჩევთ ჩვენი მომავალი განვითარების გზას, რომელიც ევროკავშირში გაერთიანებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. Aამ მიზნის მიღწევა არის ჩვენი თაობის პოლიტიკური პასუხისმგებლობა ", _განაცხადა ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის სხდომაზე ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირების საკითხის განხილვა მიმდინარეობს.