ლისის ტბის დასახლებაში გაჩენილი ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ცეცხლმა 120 კვადრატული მეტრის ფართობის შენობა მთლიანად გაანადგურა და შედეგად 9-სულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ელექტროსადენების გაუმართავობამ გამოიწვია.
ადგილობრივების განცხადებით, ლისის ტბის დასახლებაში სასმელი წყლის პრობლემაა, რის გამოც ადგილობრივებმა ცეცხლის თავად ჩაქრობა ვერ მოახერხეს.