ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, ელექტროენერგიის ტარიფი არ შეიცვლება და დარჩება ის შემცირებული ტარიფი. Aამის შესახებ, კალაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
,,გუშინ, განსაკუთრებით "რუსთავი 2"-ის ეთერში ვნახეთ მიზანმიმართული კამპანია, იმასთან დაკავშირებით რომ ტარიფი იზრდებოდა. ეს არის სიცრუე. ვფიქრობ, რომ ეს სიახლე არ არის, რომ "რუსთავი-2" მიზანმიმართულად ახორციელებს სიცრუის პროპაგანდას. ეს არის სიცრუეზე დაფუძნებული მანქანა, რომელიც წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა და რომელსაც წინა ხელისუფლება ძალიან კარგად იყენებდა სათავისოდ. მინდა მივმართო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, არ დაუჯეროს იმ ცრუ განცხადებებს, რომელსაც "რუსთავი 2" აკეთებდა გუშინ, ტარიფი არ შეიცვლება, დარჩება ის შემცირებული ტარიფი, რომელიც ჩვენი ხელისუფლების მოსვლის დროს განხორციელდა", - განაცხადა კახა კალაძემ.