,,ეროსი კიწმარიშვილს ცეცხლნასროლი ჭრილობა თავის არეში მიბჯენით აქვს მიყენებული", _ამის შესახებ, დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომელიც ექსპერტიზას კიწმარიშვილის ოჯახის ადვოკატის მოთხოვნით დაესწრო.
მისი განცხადებით, ცხედარს სხვა რაიმე სახის დაზიანება და ძალადობის კვალი არ აღენიშნება. როგორც ნიკოლეიშვილი აცხადებს მომხდარი მკვლელობა იყო თუ თვითმკვლელობა, მისი პრეროგატივა არ არის და ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს.
შეგახსენებთ, რომ რუსთავის მერობის ყოფილ კანდიდატს, რომელიც გუშინ საკუთარ ავტოფარეხში გარდაცვლილი იპოვეს სამედიცინო-სასამართლო ექსპერტიზა ლევან სამახარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ჩაუტარდა, რის შემდეგაც ის დილით საკუთარ სახლში გადაასვენეს.
მასალის გამოყენების პირობები