ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო რუსთავის მერობის ყოფილი კანდიდატის ეროსი კიწმარიშვილის საქმეს ეხმიანება და იმედს გამოთქვამს, რომ გამოძიება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, დაადგინოს მიზეზი, თუ რა რა მოხდა რეალურად.
,,ძალიან დამწყდა გული, იმიტომ, რომ ეროსის სტუდენტობიდან ვიცნობდი, ერთ კურსზე ვსწავლობდით და სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს. მე ვფიქრობ, გამოძიება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ უმოკლეს ვადებში დაადგინოს მიზეზი, თუ რატომ მოხდა ეს ტრაგედია', - განაცხადა სერგეენკომ.