დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაიმართა ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესი. ვანო მერაბიშვილმა სხდომის დასაწყისში მოითხოვა სიტყვა და განაცხადა, რომ ის რაც დღეს ხდება უკრაინაში, ბრძოლა უკრაინის დამოუკიდებლობისა და თავისუფელბისათვის არის შეუქცევადი პროცესი და ეს პროცესები საქართველოშიც განმეორდება.
დღეს კი მიმდინარეობს სამარცხვინო სასამართლო პროცესები რუსეთის დაკვეთით, და საქართველოშიც, როგორც უკრაინაში მალე დადგება დრო , როდესაც რუსული გავლენა აღარ იქნება. ამის შემდეგ მან პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა.