საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი არჩევნების მეორე ტურის ჩატარებას პოზიტიურად აფასებს. როგორც სოციალურ ქსელში ზურაბიშვილი წერს მეორე ტურის ჩატარება საქართველოს ისტორიის აუცილებელი ნაბიჯი იყო.
მისივე განცხადებით, თბილისი მერის თანამდებობაზე დავით ნარმანიას კანდიდატურის გამარჯვება ნიშნავს ,,ნაციონალურ მოძრაობის" ფუჭი იმედების გაცრუებას და მათი ასევე ფუჭი დაბრუნების მუქარის გაქარწყლებას.
,,ულოცავ ოცნებას გამარჯვებას!მეორე ტურის ჩატარება მიხარია: ეს საქართველოს ისტორიის აუცილებელი ნაბიჯი იყო და როგორც იქნა - თუმცა დაგვიანებით- გადავდგით და ეს ნიშნავს რომ ვერავინ ვეღარ იტყვის მომავალში მეორე ტური არ იქნებაო ან არ დავუშვებთო! ნარმანიას გამარჯვება მიხარია იმდენად რამდენადაც ეს ნიშნავს ნაციონალურ მოძრაობის ფუჭი იმედების გაცრუებას და მატი ასევე ფუჭ დაბრუნების მუქარის გაქარწყლებას. ეს იმასაც უნდა ნიშნავდეს - და ამას ველოდები არჩევნების ეიფორიის შემდეგ- რომ უკვე აღარ დაგვიანდება გასამართლებაც და დამნაშავეებისთვის განაჩენის გამოტანაც და ბიუჯეტში დიდი ფულის დაბრუნებაც, რაც ბოლო წერტილს დაუსვამს ამ მოძრაობის პოლიტიკურ მომავალს .... თუმცა მაინც ვფიქრობ რომ ,,ნაციონალებისთვის" მეორე ადგილის საპარლამენტოდან და საპრეზიდენტოდან, "დათმობა" დიდი შეცდომაა ქვეყნისთვის, რამეთუ ამითი გაიყინა და ცარიელი რჩება პროდასავლური ღირებულებების (ოღონდ ნამდვილად და არა გამოცხადებულად და ტან ეროვნული ნიშნით) "ადგილი" ქართულ პოლიტიკაში.... ანუ დღეს თუ არა არსებული და სრული უმრავლესობით მოსული ერთი პარტიისა რომელსაც უჭირავს ყველა სადავეები სხვა არჩევანი და სხვა ალეტრნატივა ან სხვა მაკონტროლებელი ძალა არ არსებობს... თუ არა პრორუსული პარტიებისა, ან დისკრედიტირებული ნაცების ნარჩენებისა.... ეს მდგომარეობა უთუოდ გამოსასწორებელია და ამაზე უნდა ვიფიქროთ და არა მხოლოდ ავყვეთ "ნაცების დამარცხების" ეიფორიას.... დამთავრდეს დროულად სასამართლოები, განაჩენი გამოტანილ იქნას და შევუდგეთ საქმეს.... ამ საქმეს უთუოდ დასჭირდება სერიოზული კონტროლი რამე თუ ერთ ხელში როცა თავმოყრილია ძალაუფლება უკვე კარგად ვიცით რა საფრთხეები მოყვება იმ შემთხვევაში თუ საზოგადოებრივი და ყოველდღიური მონიტორინგის ძალა არ შეიქმნა", _აცხადებს ზურაბიშვილი.