შს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ მთავარობის სხდომის დასრულების შემდეგ არჩევნების მეორე ტური შეაფასა და განაცხადა, რომ ყველა გამოვლენილ დარღვევაზე შესაბამისი რეგირება განხორციელდა.
,,არჩევნებზე გამოვლენილ ყველა დარღვევასა და შემთხვევაზე შესაბამისი რეაგირება მოხდა და დაველოდოთ შედეგებს", _განაცხადა ჭიკაიძემ.
შეგახსენებთ, რომ 12 ივლისს საქართველოში არჩევნების მეორე ტური არჩევნების მეორე ტური გაიმართა.დედაქალაქთან ერთად, მერების ასარჩევად მეორე ტური რუსთავში, მცხეთაში, გორში, თელავში, ოზურგეთში, ბათუმსა და ფოთში გაიმართა. თბილისში "ქართული ოცნების" კანდიდატი დავით ნარმანია და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ნიკა მელია დაუპირისპირდნენ. თბილისში და ყველა თვითმმართველ ქალაქში კოალიციის მერობის კანდიდატებმა გაიმარჯვეს.