2 ცალი პნევმატური იარაღი Walther PP cal. 9 mm, მჭიდით და 2 ცალი ვაზნით და MP-645K cal. 4.5 mm, მჭიდით და 11 ცალი ვაზნით აღმოაჩინეს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 13 ივლისს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ნინოწმინდა", სომხეთის მოქალაქეების, ა.რ.-ისა და ა.კ.-ის ავტომანქანის დათვალიერებისას. საქმე შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა საპატრულო პოლიციის სამცხე-ჯავახეთის საგამოძიებო განყოფილებას.
საბაჟო გამშვებ პუნქტზე „წითელი ხიდი" აზერბაიჯანის მხრიდან შემოსულმა აზერბაიჯანის მოქალაქე ნ.ს.-მ კი კუთვნილი ავტომანქანით 32000 აშშ დოლარის ოდენობით არადეკლარირებული თანხის შემოტანა სცადა. მგზავრს აღნიშნული კანონდარღვევისთვის, საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.