დღეს, 12:30 წუთზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნონა გალოგრე ჯანმრთელობის ცენტრ „მედინაში" 4 ტყუპის დედას და ახალშობილებს მოინახულებს.
ოტოლაძეების 4 ტყუპი ჯანმრთელობის ცენტრ „მედინაში" 7 ივლისს დაიბადნენ. ამ ეტპისთვის დედისა და ახალშობილების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
სამინისტრო „ახალშობილი ტყუპების ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარების" პროგრამის ფარგლებში ოტოლაძეებს 4 000 ლარს გადასცემს. პროგრამა წელს პირველად ამოქმედაა, რომლის მიხედვით ერთჯერადი მატერიალური დახმარება იმ ოჯახებზე გაიცემა, სადაც დაიბადება ტყუპი - 2 ბავშვი 2000 ლარი, 3 ბავშვი 3 000 ლარი, 4 ბავშვი 4 000 ლარი (ტყუპისცალზე 1 000 ლარი) და ა.შ.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში თანხა უკვე მიიღო 39 ოჯახმა, თითოეულ ოჯახში 2 ტყუპი გაჩნდა.
„ახალშობილი ტყუპების ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარების" პროგრამის ბიუჯეტი 250 000 ლარს შეადგენს.