„სამართლიანი არჩევნების" ინფორმაციით, დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საარჩევნო უბნების გახსნის პროცესი თვითმმართველ ქალაქებში გაუმჯობესებულია 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურთან შედარებით.
ორგანიზაციის განმარტებით, უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესი უბნების უმრავლესობაზე მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩატარდა იმ თვითმმართველ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში, სადაც ,,სამართლიანი არჩევნები'' დაკვირვებას ახორციელებს. თუმცა ხულოს საარჩევნო ოლქის #36 უბანზე დაფიქსირდა ბიულეტენების ჩაყრის ფაქტი. ასევე რამდენიმე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა უმნიშვნელო პროცედურული ხარვეზი. დეტალები იხილეთ ქვემოთ დარღვევების სექციაში.
,,სამართლიანი არჩევნების'' ყველა დამკვირვებელს მიეცა შესაძლებლობა ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე დაკვირვებოდნენ უბნის გახსნის პროცედურებს ყველა თვითმმართველ ქალაქსა და მუნიციპალიტეტში.
თითქმის ყველა საარჩევნო უბანი მზად იყო პირველი ამომრჩევლის მისაღებად 08:00 საათისთვის -თბილისში - 99.4%, მცხეთაში - 83.3%, ხონში - 96.3%, ტყიბულში - 97.3%, ხოლო გორის, რუსთავის, ოზურგეთის თვითვმმართველ ქალაქებსა და ლანჩხუთის, ხულოს, ახმეტის,ბაღდათის, თერჯოლის თემის ყველა უბანი.