ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ საირმის ქუჩაზე, #64-ე საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. როგორც ჟურნალისტებთან კალაძემ განმარტა მან ხმა ჰალსტუხიანი კრიმინალებისა და ბიუჯეტის მძარცველების წინააღმდეგ მისცა.
„ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის ნათელ მომავალს, ძლიერ დედაქალაქს, ძლიერ საქართველოს. წელიწადნახევრის წინ გაიმარჯვა ხალხის ნებამ. დარწმუნებული ვარ, დღესაც გაიმარჯვებს ხალხი, დემოკრატია. ხმა მივეცი ჰალსტუხიანი კრიმინალებისა და ბიუჯეტის მძარცველების წინააღმდეგ", - განაცხადა კალაძემ.