კოალიცია ,,ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. Nის საბურთაოს რაიონის პირველ საარჩევნო უბანზე ოჯახის წევრებთან ერთად გამოცხადდა. როგორც ნარმანიამ ჟურნალისტებთან განაცხადა არჩევნების მეორე ტური ჩაივლის ისე როგორც საქართველოსა და ქართველ ხალხს ეკადრება.
,,ძალიან მნიშვნელოვანია დღეა, არჩევნების მეორე ტურია, პეტრე-პავლობაა. დღევანდელ დღეს გილოცავთ. Dდემოკრატიული ფორმით ტარდება არჩევნების მეორე ტური და დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი ჩაივლის ისე როგორც ჩვენს დედაქალაქს, ჩვენს ქვეყანას, ხალხს ეკადრება და იქნება ისეთი ღირსეული არჩევანი გაკეთებული, რომელიც დედაქალაქის განვითარებაზე იზრუნებს", _განაცხადა ნარმანიამ.