ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატაში გაიმართა შეხვედრა ე.წ. პალატის თავმჯდომარის მაქსიმ ღვინჯიასა და ტუნისში იტალიური ბიზნეს-ცენტრების წარმომადგენელს ფრანჩესკო ლუ იდიჩეს შორის. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე „ტუნისში იტალიის ბიზნეს-წრეებისა და აფხაზეთის თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს".
ღვინჯიამ აღნიშნა, რომ აფხაზეთი მზდაა „იტალიის ბიზნეს-ცენტრებს აფხაზ მეწარმეებთა ურთიერთობაში დაეხმაროს.
„თავის მხრივ ფრანჩესკო ლუ იდიჩემ გამოხატა დაინტერესება აფხაზ მეწარმეებთან ურთიერთობისა",_ წერს აფხაზური მხარე.
შეხვედრის დასრულების შემდეგ აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ტუნისში იტალიურ ბიზნეს-ცენტრებთან თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.